სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დილის 08:30 საათის მონაცემებით, 2006 საარჩევნო უბნიდან 1924-ის შედეგები გამოაქვეყნა - დათვლილია ბიულეტენების 94%.
შედეგად, 50,07%-ით (689 675 ხმა) ამ დროისთვის მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს.
მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც ზუსტად 23,35% (321 597 ხმა) მოიპოვა.
მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც 9,96% (135 808 ხმა) აქვს.
მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმათა 3,99% (54 900 ხმა) მიიღო.
პარტია „ერთობის ფრთები“, რომელიც მეხუთე ადგილს იკავებს, ამ დროისთვის ხმათა 2,28%-ს (31 465 ხმა) ფლობს.
სომხური მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხმათა დათვლის შედეგები დიდად არ შეიცვლება, ახალ პარლამენტში 3 პოლიტიკური ძალა – „სამოქალაქო შეთანხმება“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ და ბლოკი „სომხეთი“ იქნება წარმოდგენილი. „აყვავებული სომხეთი“ ვერ ლახავს გამსვლელ ბარიერს, თუმცა მისი გადალახვის ზღვარზე იმყოფება.


















