თვითმხილველების თქმით, მძარცველმა ბანკის თანამშრომელთა ნაწილი გაათავისუფლა. აღსანიშნია, რომ მძარცველი არსებული ინფორმაციით, ხელყუმბარით არის შეიარაღებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ სესიაშვილის თქმით, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ის მძევლებთან დაკავშირებით და თავდამსხმელის მიერ 0.5 მლნ ლარის მოთხოვნის შესახებ არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თავდამსხმელთან კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა.
„ახლა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე გახლავართ, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. პერიმეტრი სრულად დაცულია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რომ შიგნით მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული.
მძევლებთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. კომუნიკაციაზე, ჯერჯერობით, არ არის გამოსული.
თანხასთან დაკავშირებით ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა“, - განაცხადა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.