Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა და კრიპტო აქტივის ფინანსურმა სერვისმა Citypay.io-მ ერთობლივი კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანი კრიპტო აქტივის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვაა.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლები, რომლებშიც ასახულია კრიპტო აქტივის გამოყენების პროცესი. საქართველოს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდნენ კომპანიები, რომელთა მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის კრიპტო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, მათ შორის არიან ორი წამყვანი კომპანია: CityPay.io და ბიტნეტი.
ბიტნეტი - რომელიც მომხმარებელს მარტივ და დახვეწილ პლატფორმას სთავაზობს, რომელზეც საფულის გენერირება და მისი დახმარებით ყველა პოპულარული კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა და შენახვა შეუძლია.
CityPay.io - რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტო აქტივის გამოყენების სხვადასხვა არხს, როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე, ასევე ონლაინ და საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად მიიღონ სასურველი პროდუქტი თუ სერვისი.
*მომხმარებელი პროდუქტსა და მომსახურებას იღებს კრიპტო აქტივის დახმარებით, ბიზნესს კი თანხა ესახება ლარის ანგარიშზე, კონვერტაციის შედეგად.
აუწყვე ფეხი თანამედროვე სამყაროს, დაუმეგობრდი კრიპტოს.
მარტივი ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: დაუმეგობრდი კრიპტოს! | CITYPAY.IO & BITNET