მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუმუშავებელი ფართობები და გაუყიდავი მოსავალი - ფერმერები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ასობით ჰექტარი, მათ შორის კახეთის რეგიონში, კვლავ დაუმუშავებელია. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ფერმერებმა ტონობით მარცვლეული ვერ გაყიდეს, მასზე ფასი კი მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვნად დაეცა. შესაბამისად, ფერმერებს ფინანსური რესურსი აღარ დარჩათ, რომ ფართობები დათესონ. მათ კი, ვინც მიწა დაამუშავა, აგრარული ღონისძიებების ჩატარების ფინანსური სახსრები აღარ აქვს. ფერმერების ნაწილმა მიწის გაყიდვაც დაიწყო. ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები