მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუმუშავებელი მიწები დიასპორას - რა შესაძლებლობას ხედავს მინისტრის მოადგილე

5cd18e5756cf3
ლიკა გურაბანიძე
07.05.19 18:00
1652
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოუყენებელი მიწის ფართობები კოოპერატივების სახით დიასპორების წარმომადგენლებმა ერთობლივად გამოიყენონ.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის ეკონომიკური დიპლომატიური შედეგები და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„ალბათ იცით, რომ ძალიან ბევრი დაუმუშავებელი მიწა არსებობს. რაიონებიდან ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული და ხშირად თვალყურს ვერ ადევნებენ საქართველოში რა შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ საელჩოებს შესაბამისი ინფორმაცია გადავეცით და დიასპორასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუხსნან მათ თუ რა შესაძლებლობები არსებობს ქვეყანაში. მაგალითად, დღეს არის შესაძლებლობა, რომ ეს გამოუყენებელი მიწის ფართობები კოოპერატივების სახით დიასპორების წარმომადგენლებმა ერთობლივად გამოიყენონ,“ - განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მისი განმარტებით, შესაძლებელია დიასპორის წარმომადგენლებმა საკუთარ მიწაზე მაგალითისთვის ხეხილის ბაღები გააშენონ და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეეძლებათ, საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები