მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუმუშავებელი მიწებისთვის იქნება თუ არა სანქციები საქართველოს მოქალაქეებისთვის?

5c9a3933aa190
დათო ჯალაღონია
27.03.19 10:15
666
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების“ შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ის უცხოელები, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო მიწა მემკვიდრეობით მიიღეს, ვალდებულნი არიან მიწა დაამუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწა 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისონ.

მსგავსი რეულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცემული არ არის, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

BM.GE-მ კანონპროექტის ავტორს, ოთარ დანელიას კითხვით მიმართა - გათვალისწინებული იქნება თუ არა სანქციები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, თუ ისინი მიწებს არ დაამუშავებენ, რაზეც დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია იქნება, რომლის შექმნასაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს.

„სანქციების ნაწილი უშუალოდ სააგნტოს პრეროგატივა იქნება. ჩვენ შეგვიძლია, რეკომენდაციები მოვამზადოთ და შემდეგ სააგენტომ უნდა განსაზღვროს, სტიმულების და სანქციების ნაწილში, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დამუშავების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები