მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუშვებელია გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება - ადამიანის უფლებათა ცენტრი

64078d9024b95
BM.GE
07.03.23 23:07
569
ადამიანის უფლებათა ცენტრი შსს-ს მოუწოდებს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა შეწყვიტოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის გამოყენება და მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს მოქალაქეთა საჯაროდ შეკრების თავისუფლებას.

დაუშვებელია წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება", - წერია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები