"დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება"
BM.GE
04.06.18 09:06
• 1353
„მე როგორც თბილისის მერი არ დავუშვებ ხელფასების მატება მოხდეს სუბსიდირების ხარჯზე, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება სასამართლოს გზით და მათ კანონით აქვთ შეზღუდული გაფიცვა“, - ამის შესახებ სპეციალურ ფრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების 45%-იანი ზრდა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს გამოიწვევს მგზავრობის გაძვირებას. კალაძე ამბობს, რომ გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
„მერიაში დასაქმებულია 24 000-ზე მეტი თანამშრომელი. ყოველი მათგანის შრომა არის დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი სხვა თანამშრომლების მიმართ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, - ვიზრუნოთ ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ დასაქმებულთა შრომითი უფლებები. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, მე მაქვს დოკუმენტი სადაც წერია თუ რა ხელფასებზეა საუბარია, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველის ხელფასი, სასწრაფოს თანამშრომლის ხელფასი“, - განაცხადა კალაძემ.