მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაუშვებელია ზოგიერთი კომპანიის ბიზნეს ინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე"

5ca3341557e90
დავით ჯალაღონია
02.04.19 14:20
784
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, საქართველოში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვერ იცავს. ასე გამოეხმაურა კილაძე პარლამენტში, გუშინ ჭავჭავაძის N5–ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს.

"სიტუაცია ნამდვილად ძალიან მძიმეა და ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები, ჩვენი აღსრულებაც არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ?

რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? – ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება. ბუნებრივია, აღსრულების გაუმჯობესებას სჭირდება მეტი თანხები საქართველოს ბიუჯეტიდან და თუ ჩვენ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არ აქვს ეს თანხები, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. მე დაუშვებლად მიმაჩნია, ზოგიერთი კომპანიის ბიზნეს ინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხარჯზე", – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების განმახორციელებელ ძირითად კომპანია შპს "ლეჩკომბინატს", აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალპროფილური კლინიკა შენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები