მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება

58ff1a5ac3389
დავით ჯალაღონია
25.04.17 13:42
1010
დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებული ცვლილaებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, ორი წლით გახანგრძლივდება დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები. დღეისათვის, 2017 წლის ბოლომდე 65 მილიონი დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ასევე ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები