სასკოლო განათლებაში მოსალოდნელი რეფორმა კვლავ დებატების საგანია. საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია განათლების სამინისტროს ღია წერილით მიმართავს და ე.წ. „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვას აპროტესტებს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ერთიანი სახელმძღვანელოს მოდელი ზღუდავს აკადემიურ მრავალფეროვნებას, ლახავს მასწავლებლის პროფესიულ ავტონომიას, ზრდის პოლიტიკური გავლენების რისკს და მძიმე დარტყმას აყენებს ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს.
საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამომცემლებს ბიზნესინტერესებზე აპელირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი კრიტიკის მიღმა ფინანსური მოტივი იკვეთება.
რამდენად საფრთხისშემცველია განათლების სისტემის ცენტრალიზაცია და სად გადის ზღვარი ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და საგამომცემლო ბიზნესს შორის?
სტუმარი: თინა მამულაშვილი - “სულაკაურის გამომცემლობა”, დამფუძნებელი და დირექტორი






























