მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავაარსეთ Independence Avenue Media, რომ შეავსოს სანდო საერთაშორისო მაუწყებლობის შესუსტებით შექმნილი სიცარიელე" - ია მეურმიშვილი

Independence Avenue Media

ჟურნალისტი ია მეურმიშვილი აცხადებს, რომ დაარსდა Independence Avenue Media - დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟურნალისტური ინიციატივა, რომელიც მიზნად ფაქტებზე დაფუძნებულ მაუწყებლობას ისახავს.

როგორც "ამერიკის ხმის" ყოფილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია.

"ძვირფასო მეგობრებო, ოჯახის წევრებო და კოლეგებო, სიხარულით გაცნობებთ, რომ 2025 წლის 4 ივლისს, მე და ჩვენი საქმისადმი თავდადებულმა კოლეგებმა, დავაარსეთ Independence Avenue Media. ეს არის დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟურნალისტური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტებზე დაფუძნებულ მაუწყებლობას ამერიკული საზოგადოების, საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ – განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ავტორიტარული გავლენა იმატებს და დემოკრატია მყიფეა. IAM დაარსდა იმისთვის, რომ შეავსოს სანდო საერთაშორისო მაუწყებლობის, მათ შორის, ამერიკის ხმის შესუსტებით შექმნილი სიცარიელე",- წერს ია მეურმიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები