მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავაბრუნეთ ქიშმიშიანი ნაყინი “ქებული” - რა სიახლეები აქვს „გურჯაანის ნაყინს“?

გურჯაანის ნაყინი

„გურჯაანის ნაყინი" სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც BMG-ის „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანია „აისიში“ განუცხადეს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო ქიშმიშიანი ნაყინის,ქებულისწარმოება. ამასთან, ასორტიმენტს საბავშვო ხაზი, ჟოზეს ნაყინი დაემატა.

„2024 წლის ნაყინის სეზონისთვის ჟირაფ ჟოზესთან თანამშრომლობით შევქმენით ახალი საბავშვო ხაზი, “ჟოზეს ნაყინი”, რომელიც 4 სხვადასხვა სახეობით გვაქვს წარმოებული. ასევე, მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავაბრუნეთ ბევრისთვის საყვარელი და მონატრებული ქიშმიშიანი ნაყინი ქებული”, ახალი, განახლებული შეფუთვით. ბაზარზე კვლავ რჩება ძველი და ნაცნობი სახეობებიც“, - ამბობენ „აისიში“ და აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ფასები ფაქტობრივად უცვლელია.

„გურჯაანის ნაყინი“ წელს უკვე მადაგონის”, “უნივერსამის”, “ევრომარტისმაღაზიებთანაც თანამშრომლობს და სამომავლო გეგმებში ქვეყნის მასშტაბით ბაზრის უკეთ ათვისება შედის.

„2023 წლის სეზონს, დადებითად ვაფასებთ. ყოველწლიურად ვცდილობთ ბაზრის უკეთ ათვისებას და ეს გაყიდვებზეც პოზიტიურად აისახება. წელსაც უკვე თანამშრომლობა დავიწყეთმადაგონის”, “უნივერსამის”, “ევრომარტისმაღაზიებში და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვა ქსელურ მაღაზიებთანაც. 2024 წელს უფრო დიდი მოლოდინები გვაქვს. ვიმედოვნებთ, კარგი ამინდებიც ხელს შეგვიწყობს.

ბაზარზე კონკურენცია დიდია, მაგრამ გურჯაანის ნაყინი თავის ნიშას არ კარგავს და უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ჩვენც ყოველ წელს სიახლეებს ვთავაზობთ მომხმარებელს, ვამატებთ ნაყინის ახალ სახსობებსა და არომატებს. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, ბაზრის უკეთ ათვისება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - ამბობენ „აისიში“.

ცნობისთვის, კომპანია 50 წელზე მეტია ოპერირებს. ამჟამად წარმოება 30 დასახელების ნაყინს მოიცავს. საწარმოში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები