მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავალიანების გამო ელექტროენერგია, გაზი და წყალი უქმე დღეებში არ შეწყდება

597c25677bbdb
BM.GE
29.07.17 10:04
1881
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს დავალიანების გადაუხდელობის გამო მომარაგება არ შეუწყდებათ საღამოს საათებში, შაბათ-კვირას, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებსა და უქმე დღეების წინა დღეს. ახალი რეგულაციები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიულ აქტებში დადგინდა.

გარდა ამისა, წესებში სხვა ახალი რეგულაციებიც განისაზღვრა. კერძოდ, გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან კომპანიასა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 საათისა, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე). იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ („მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისშესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ) – მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები