მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების საბჭოში საჩივრები 1671-მდე, სადავო თანხა კი ₾720 მილიონამდე შემცირდა - სტატისტიკა

დავების საბჭო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 2025 წლის სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, კლება ფიქსირდება როგორც შესული საქმეების, ისე ჩატარებული სხდომებისა და სადავო თანხების მოცულობის მიმართულებით.

2025 წლის განმავლობაში საბჭოში სულ 1671 საჩივარი შევიდა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ნაკლებია წინა წლების მონაცემებთან შედარებით: მაგალითად 2024 წელს საბჭოში 2547 საჩივარი იყო შესული.

კლების ტენდენცია სხვა მიმართულებებზეც აისახა:

  • საანგარიშო პერიოდში სულ 64 სხდომა ჩატარდა, რაც წინა წლებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, თუ 2021 წელს საბჭოს 80 სხდომა გაიმართა , 2022 წელს მათი რაოდენობა 72-მდე შემცირდა , 2023 წელს 73-ს შეადგენდა , 2024 წელს კვლავ 72-ს , ხოლო 2025 წელს მინიმალურ ნიშნულს 64-ს მიაღწია.
  • სადავო თანხა: შემცირდა სადავო თანხის ჯამური მოცულობაც და მან 720 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წელს ეს ციფრი რეკორდულ 1.8 მილიარდ ლარს აღწევდა.
  • გადაწყვეტილებები: საბჭომ გადაწყვეტილება 1521 საქმეზე მიიღო, რაც ასევე ჩამორჩება წინა სამი წლის მაჩვენებლებს.

მიუხედავად რაოდენობრივი კლებისა, გადაწყვეტილებების პროპორცია მომჩივანთა სასარგებლოდ კვლავ დაბალია. მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით:

  • 73% შემთხვევაში მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (1115 საჩივარი).
  • 18% შემთხვევაში საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (276 საჩივარი).
  • 9% კი განუხილველი დარჩა სხვადასხვა პროცედურული მიზეზის გამო.

დავების უდიდესი ნაწილი კვლავ კერძო სექტორზე მოდის. მომჩივნების 67%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები (შპს) წარმოადგენენ, ხოლო 30% ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის. სააქციო საზოგადოებების წილი დავებში მხოლოდ 2%-ია.

დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი 2025 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას ასახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები