ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში.
„როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან, როგორც "ნეტგაზეთი" წერს.
ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს", კოალიციაში აცხადებენ, რომ ცესკოს წინასწარი შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ შედეგებით "განრისხებულები არიან"