დავეთანხმები, რომ რეფორმა გასატარებელია, - ამის შესახებ კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ BMG-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ რეფორმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვართ მომხრე რეფორმა გატარდეს გონივრულად და იყოს სწორად დაგეგმილი. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ რეგულაციების წინააღმდეგ, რეგულაციები აუცილებლობას წარმოადგენს, რეფორმაც აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ ამ ტარიფიკაციის პირობებში, რომელიც ამ რეფორმამ 20 ნოემბრიდან მოგვიტანა, იქმნება ძალიან ბევრი პრობლემა“, - განაცხადა დავით მიქელთაძემ.
მისივე თქმით, ცვლილებები, რომელსაც 520-ე დადგენილება ითვალისწინებს, გარკვეულ რისკებს აჩენს.
„ეს არის ძალიან კარგი ფინანსისტების მხრიდან ორგანიზებულად ჩამოთვლილი, დათვლილი, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსისტებმა რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, სამედიცინო სპეციფიკაცია არ იციან, შესაბამისად უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია დარგობრივ ასოციაციებთან, რომ მათთან ერთად მომხდარიყო სტანდარტების სწორად შექმნა“, - აცხადებს კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი.
იგი ამბობს, რომ გამოსავალი ჯერ კიდევ არის და ეს გამოსავალი დარგის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით შესაბამისი სტანდარტების შექმნაა.

























