მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით არახამია აშშ-სა და EU-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს

6266b9e264ab6
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 19:06
2286

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს სთხოვს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. 

არახამია ასევე ეხმაურება ინტერნეტში გავცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. 

დავით არახამია ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილს ახლო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, სწორედ ამით ხსნის უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მთავრობის ქცევებს. "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კრემლის ინსტრუქციებისთვის მიყოლაა.

“ამის გამოა ის რიტორიკა, რაც გულისხმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაულების არცნობასა და რუსეთის დახმარებას სანქციების თავიდან არიდების კუთხით. თხოვნით მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ლიდერებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი დასავლეთში მის აქტივებზე”, - წერს არახამია. 

დღეს, Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები