მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ბეჟუაშვილი ადასტურებს, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მფლობელთა შორისაა

5c5d71dd62d9d
BM.GE
08.02.19 16:07
2768
ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი პირველ არხთან საუბარში ადასტურებს, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელთა შორისაა.

„გაზში კომპანიის ინტერესები არის, მაგრამ პროცედურა მართვის არ არის დაწყებული“, – აღნიშნა ბეჟუაშვილმა.

პირველი არხი დაინტერესდება, იქნება თუ არა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვაში ერთობლივად ჩართული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „სიბიეს ჯგუფთან“ ერთად.“ეს პროცესი ყალიბდება”, – დასძინა ბეჟუაშვილმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” შარშან კომპანიამ „ვალთბეი“ (Waltbay) შეიძინა, რომლის მფლობელად „სიბიეს ჯგუფი“ დასახელდა.


1tv.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები