პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დავით ჭიჭინაძე bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, საბანკო სისტემას კარგს არაფერს მოუტანს.
„ეროვნულმა ბანკმაც უნდა გააკეთოს განცხადება, დეპუტატებსაც მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. ალბათ საკომიტეტო მოსმენაც უნდა ჩაინიშნოს, რას ნიშნავს ეს, ანგარისსწორებაა პოლიტიკური? მაშინ მოვისმინოთ არგუმენტები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, „თიბისი ბანკის“ განცხადებას, რომელშიც ის ბინძურ კამპანიაზე საუბრობს, პასუხი უნდა გაეცეს.
,,გამოდის, რომ სახელმწიფო ატარებს ბინძურ კამპანიას და ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. ვფიქრობ, ხელისუფლებამაც პასუხი უნდა გასცეს ბრალდებას. პროკურატურამ განმარტებები გააკეთოს. თუ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით არის შესული, მაშინ გახსნან ბრჭყალები და ისუბრონ. ესე არ შეიძლება, საზოგადოება დაბნეულია, ხალხს უნდა სიმართლე. ამ ქვეყანაში სიმართლე ძალიან დეფიციტური გახდა, აღარავინ სიმართლეს არ ლაპარაკობს და ეს კარგს არაფერს მოუტანს - არც პოლიტიკურ და არც აკონომიკურ გარემოს ქვეყანაში“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

























