მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ჭიჭინაძე-კობა გვენეტაძეს: ხალხი თქვენი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა

5ca7312b5e102
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 12:40
303
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის მოსვლის შემდეგ, საზოგადოება უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“მაინტერესებს, მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე? თუ არა, მაშინ იმ პრობლემებით, რომელიც არსებობს, თქვენთან კაბინეტში მოვალ. იმის ფუფუნებას არ მოგცემთ, რომ იმ უსამართლობას, რაც საბანკო სფეროში არსებობს, გვერდი აუაროთ.

აქ მხოლოდ პოლიტიკური აქცენტები არ არის. წელიწადნახევარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და იმ უმსგავსობებს, რაც ხდება, ატანა აღარ აქვს.
ხალხი თქვენი მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა. ყოველდღე ერთი და იგივე პასუხები გაქვთ, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ორი სუბიექტის კერძო დავაა,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმესა და საბანკო რეგულაციებზე სასაუბროდ მივიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები