მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ჭიჭინაძე: სასათბურე პირობების შექმნა კარგი პრაქტიკაა

5b3cb6fef2b94
თელარა გელანტია
04.07.18 16:00
729
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტენდერებში ქართული კომპანიების ლობირება და პროტექციონიზმი ცუდი არ არის.

დეპუტატი ინფრასტრუქტურული ტენდერების ქართულ კომპანიებზე მორგების ინიციატივით გამოდის და როგორც თავად აცხადებს, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის ფარგლებში ამ თემაზე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესაც ესაუბრა და მისგან საკითხის განხილვის მზაობა მიიღო.

პარლამენტარი ფიქრობს, რომ მსხვილი ლოტები უნდა დაიყოს, რათა ქართულ კომპანიებს ტენდერებში გამარჯვების შანსები გაეზარდოთ და ამ მიმართულებით, მთავრობამ დონორების დარწმუნება უნდა შეძლოს.

„რასაც ვუყურებთ, ინფრასტრუქტრული პროექტების ტენდერებში იმარჯვებენ უცხოური კომპანიები და შემდეგ სამუშაოებს ასრულებენ ქართული კომპანიები. აქედან გამომდინარე, დიდი მოგების წილი მიაქვთ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც სამუშაოებში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ. უბრალოდ, ერთადერთი საბუთებს წარმოადგენენ სწორად და მიწოდების კარგი გამოციდლება აქვთ, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი კომპანიები კი, პრაქტიკულად არიან დაჩაგრულები, ამიტომ ვფიქრობ, ლოტების დაყოფა და ქართულ კომპანიებზე მორგება კარგი სიკეთე იქნება ჩვენი კომპანიებისთვის. სასათბურე პირობების შექმნა, ზოგადად, კარგი პრაქტიკაა, ასევე საკუთარი კომპანიების ლობირებაც. ეს არაა სირცხვილი; როგორც ნებისმიერი ოჯახის უფროსი იცავს საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე უნდა იყოს სახელმწიფოც მიმართული და უნდა იცავდეს საკუთარ კომპანიებს. ესაა საკმაოდ კარგი მიდგომა, თუ გვინდა, ჩვენი კომპანიები გავაძლიეროთ“, - განაცხადა BM.ge-თან ჭიჭინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები