მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ჭიჭინაძე: ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება

5b37686a8d880
თელარა გელანტია
30.06.18 15:45
2724
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება.

როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა.

„დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბარლებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, - ამბობს პარლამენტარი.

მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური ზრდის“ ხარჯზე ხდება მთლიანად ეკონომიკის წინსვლა.

„ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდება და მოდით, ასე ვილაპარაკოთ, რომ ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება. ისტორიულად, ადამიანებს, ვინც აქ ჩამოდიოდა, ყველას ჰყავდა დამხვედრი და მასპინძელი. ჩვენ, ქართველები, აქაური მაცხოვრებლები ბუნებით ვართ მომხიბლავი ადამიანები და ყველას უხარია საქართველოში ჩამოსვლა. შემდეგ ისინი უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ამის ხარჯზე იზრდება ტურიზმი“, - აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის: 2018 წლის 5 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1,036 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები