მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილი "პეტროკასის" დირექტორთა საბჭოში პოსტს აღარ იკავებს

62dbb2bbe0ff3
BM.GE
23.07.22 13:10
826
მიმდინარე წლის მაისიდან დავით იაკობაშვილი "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" დირექტორთა საბჭოში არ არის. ამის შესახებ "პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია აღნიშნავს, რომ დავით იაკობაშვილი 2022 წლის 10 მაისიდან აღარ იკავებს პოსტს "პეტროკასის" დირექტორთა საბჭოში, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან მხოლოდ მინორიტარულ წილს ფლობს.

"ვეხმაურებით ინფორმაციას ბატონ დავით იაკობაშვილის კომპანია პეტროკასში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ბოლო დროს სისტემატიურად ვრცელდება საქართველოს მასმედიაში და მათ შორის ტელევიზიის სხვა და სხვა არხების მიერ.

საჭიროდ ვთვლით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბატონი დავით იაკობაშვილი, რომელმაც თავის დროზე განახორციელა ინვესტიციები კომპანიაში, 2014 წლის დეკემბრიდან არის მინორიტარი აქციონერი.

2022 წლის 10 მაისს ბატონი დავით იაკობაშვილი გავიდა ჯგუფის დირექტორთა საბჭოდან.

კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ პერიოდში იგი არ ყოფილა მმართველი აღმასრულებელი ორგანოების წევრი და შესაბამისად არ არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, რის შედეგადაც რუსული კომპანია მათ აქციონერთა რიგებში აღარაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები