მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილი: საქართველომ აქცენტი ინოვაციებზე უნდა გააკეთოს

5eb72b5e97443
თამთა ჯიჯავაძე
10.05.20 09:00
10839
ინოვაციებია, ის რაზეც საქართველომ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის აზრით, უნდა გააკეთოს აქცენტი. როგორც Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენმა აღნიშნა, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდობაა საქართველოში.

„მგონია, რომ ინოვაციებში საქართველოს შეუძლია წინ წავიდეს. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განათლებულია. აქვთ საშუალება განათლებისა. საქართველოში ყველაფერი აწყობილია ბიუროკრატიის მხრივ, სწორი გზით მიდიოდა საქართველო ბოლო წლებში, მე მჯერა, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ მონახონ ნიშა და ამ ნიშაში დაიწყონ მოქმედება, დააინტერესონ ახალგაზრდობა რომ იმუშაოს და ნახონ თავისი გზა“, – აღნიშნა დავით იაკობაშვილმა.

ბიზნესმენმა მაგალითად ისრაელი მოიყვანა: „ნახეთ ისრაელი პატარა ქვეყანაა, არც ნავთობი აქვთ და არც არაფერი, მაგრამ ყოველ წელს ინოვაციებში მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილზე არიან“.

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks





აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები