მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ჯანდიერის გამოკითხვის ფაქტი შემაშფოთებელი პრეცედენტია - იურიდიული ფირმების ასოციაცია

განცხადება

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის შეფასებით, ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვის ფაქტი შემაშფოთებელი პრეცედენტია. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმიანება ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვის ფაქტს და აღნიშნულს კიდევ ერთ შემაშფოთებელ პრეცედენტად მიიჩნევს - შემთხვევად, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში არამართლზომიერ ჩარევას.

ადვოკატის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ხელის შეშლა მიუღებელია. ადვოკატის დამოუკიდებლობა დაცულია “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციითა და ევროსაბჭოს მიერ ახლახან მიღებულ საერთაშორისო კონვენციით ადვოკატთა დაცვის შესახებ.

ადვოკატს აქვს უფლება, თავისი პროფესიული მოვალეობები განახორციელოს ყოველგვარი დაშინების, ზეწოლის, ხელის შეშლისა და არასათანადო ჩარევის გარეშე. სახელმწიფოს ევალება უზრუნველყოს ადვოკატის პროფესიული უფლებების სრულყოფილი დაცვა და შესაბამისი პირობების შექმნა მათი თავისუფლად რეალიზებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ბაჩიაშვილის ადვოკატის დავით ჯანდიერი მოწმის სტატუსით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. ჯანდიერის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ქემოკლიძის საქმესთან დაკავშირებით სურდა. გამოკითხვიდან გამოსულმა დავით ჯანდიერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მას ჰკითხეს იცნობდა თუ არა ქემოკლიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები