მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით კეზერაშვილი „ფორმულას“ მფლობელი აღარ არის - "წილი თანადამფუძნებლებს გადასცა"

დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი აღარ არის. ტელეკომპანიის ცნობით, წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ახლა : შპს ფორმულა-ს წილის 38%-ს მიხეილ მშვილდაძე ფლობს, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა 2.5-2.5%-ს, ზურაბ გუმბარიძე 32.2%-ს, თავისუფლების ფორმულა კი, 25%-ს, რომელიც არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპია.

ბოლო ამონაწერის მიხედვით, ახლა ფორმულას ყველაზე დიდი წილის მფლობელი მიხეილ მშვილდაძეა. მის სასარგებლოდ დათმეს წილის 10-10%-ი ლოფონავამ და საღირაძემაც.

ტელეკომპანია "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი 2023 წლის აგვისტოდან აღარაა.

წილები ამ დრომდე ასე ნაწილდებოდა:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%
ირაკლი საღინაძე - 12.25%
ზურაბ გუმბარიძე - 12.25%
გიორგი ლიფონავა - 12.25%
დავით კეზერაშვილი - 26%
ააიპ "თავისუფლების ფორმულა“ - 25%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები