მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული რაჭის ტყეები შესაძლოა, სახელმწიფომ დაიბრუნოს

დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემულ რაჭის ტყეებს, სავარაუდოდ , სახელმწიფო დაიბრუნებს - ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც შამუგია ამბობს, ტყისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება განიხილება და ის მართვაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, რაც ლიცენზიის გაუქმებას გამოიწვევს. Რას ამბობს მთავრობა, რა არგუმენტები აქვთ ლიცენზიანტ "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაში" სამინისტროს ბრალდებაზე და რას ითხოვს კომპანია, , რომელსაც გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სალიცენზიო სარგებლობაში გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები