ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ენერგეტიკის სექტორში საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე აქვს. როგორც მირცხულავამ დღეს, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, მთავრობის სტრუქტურული რეფორმების პროცესში, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა შეუერთდეს, გარკვეული საფრთხეები არსებობს.
"გარკვეული შიშები არის რომ დარგი არ დაიკარგოს. ყველა დონეზე უნდა მივაღწიოთ ხმა, რომ ეს სფერო დარჩეს ძლიერ მიმართულებად, რადგან ის ეტაპი, რომელზეც ახლა გადავდივართ რეოფრმების თვალსაზრისით, ერთ–ერთი ყველაზე რთული ეტაპია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში, თუნდაც იმ მასშტაბების, რაც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო", – განაცხადა დავით მირცხულავამ.

























