მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად დასახელდა

5a328588905ae
BM.GE
14.12.17 18:06
1654
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები