მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ნარმანიამ საქართველო-ყაზახეთის ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარადგინა

57558d9b63ea4
დავით ჯალაღონია
06.06.16 18:46
1550
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ Forbes Georgia-ს და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებულ ფორუმზე საინვესტიციო პროექტები წარადგინა. როგორც "ბიზნესკონტაქტს“ დავით ნარმანიამ განუცხადა, პროექტები ძირითადად ინფრასტრუქტურული სახისაა.
 
"ეს ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ინიციატივა წარვადგინეთ, მათ შორის არის მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის პროექტი , თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც ცალკე გენერალური გეგმა მზადდება და ასევე ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის განვითარების პროექტი“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყაზახ ინვეტორებს 10-ზე მეტი ტერიტორია შესთავაზა დედაქალაქის მასშტაბით, რომელიც სასტუმროს მშენებლობისთვის არის საინტერესო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები