მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით ოქიტაშვილი სახელმწიფოსგან ხელფასის დანიშვნას ითხოვს

5ac20ede69c91
მარი როჭიკაშვილი
02.04.18 15:06
5092
კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სახელმწიფოს ხელფასის დანიშვნას სთხოვს. სახელფასო ფონდი წელიწადში 120 000 ლარია, რომელიც პალატის 5 თანამშრომელზე გადანაწილდება.

“ეს იქნება სტიმული ჩვენთვის, რადგან დღემდე ჩვენ თვითონ ვეძებდით პროექტებს და იქიდან ვფინანსდებით, მაგრამ პალატა გასცდა შესააძლებლობებს, ფიზიკურად უკვე ვეღარ ვარსებობთ. კულტურა რომ მომგებიანი სფერო არ არის ყველამ კარგად იცის. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ჩვენ 5-6 კაცი ჩუმად, წყნარად ვაკეთებთ იმხელა საქმეს, რასაც სამინისტროში 200 და 400 კაცი ერთად. 120 000 ლარს ზოგ-ზოგიერთები ერთ საათში ხარჯავენ და ეს არის ჩვენი წლიური ბიუჯეტი “ - განუცხადა bm.ge-ს კულტურის პალატის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კულტურის პალატამ განახორციელა მრავალი სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიება. მათ შორის იყო, 2015 წლის ზაფხულში ევროპის ახალგზარდობის ოლიპმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნის და დახურვის ცერემონიალი. “ოლიმპიადის ორგანიზაბიდან მიღებული შემოსავალი იყო ყველაზე დიდი. ამით წელიწადნახევარი ვიარსებეთ, მაგრამ მერე უკვე პრობლემები შეგვექმნა”-აღნიშნა ოქიტაშვილმა.

უსახსრობის გამო კულტურის პალატამ ოფისის ქირაც ვერ გადაიხადა. “10 000 დოლარის დაგვედო ვალი, დაგვაყადაღეს და გამოგვყარეს. დღეს ჩემი სახლიდან ვმუშაობთ” ,- განაცხადა ოქიტაშვილმა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ფართის გამოყოფას ელოდებიან. მისი თქმით, ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ნოემბერში მიმართა.

“როგორც ვიცი ეძებენ. გვინდა , რომ იმ ოფისში კულტურის ცენტრივით გაკეთდეს, სადაც მოხდება ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა სალონური შეხვედრები. კულტურის მუშაკებს ექნებათ შეხვედრების ადგილი, რომელიც აღარ აქვთ, დაიკარგა”, -აცხადებს პალატის ხელმძანელი.

კულტურის პალატა სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნებული ორგანიზაციაა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პალატას 5 ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული, თუმცა არც ერთი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებს.

“ვიცი რომ სხვებს არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ ეს ორგანიზაციები ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. ყიდიან პროდუქციას. მაგრამ კულტურაში ხომ ბიზნესი არ არის, ამიტომ გვჭირდება სტაბილური შემოსავალი” - აცხადებს ოქიტაშვილი

ხელფასის დანიშვნასთან დაკავშირებით ოქიტაშვილის მოთხოვნა, გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განიხილეს, თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები