ამ კვირაში, დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავი შესრულდა, 28 ოქტომბრით არის მონიშნული თარიღი რომელიც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის დაბადების თარიღს ასახავს. დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა.