„ამ გაერთიანების შედეგად არცერთი მიმართულება არ დაკნინდება და არ გადავა მეორე პლანზე.“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დევნილთა სამინისტროსგან მიღებული ფუნციების შეთავსებასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სამინისტროს ერქმევა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მინისტრის განცხადებით, სახელის პირველ ნაწილში ჩასმა, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ დევნილებზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტი.
„ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯები შეადგენს. შარშან მაისიდან დავიწყეთ პირველი ეტაპი და იმედი მაქვს ივლისის თვეშივე მოვასწრებთ მორიგ გაფართოებას, რომ ასაკით პენსიონერებს და შშმ პირებს გაუჩნდებათ შანსი რომ ჯეროვნად დაბალ ფასად შეიძინონ მედიკამენტები“ - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს საქართველოს პარლამენტში.