ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგებლები, ერთი მხრივ, მზად არიან დაზღვეულთა ბაზები განაახლონ და ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, ამას პრაქტიკაში არ ახორციელებენ. სერგეენკო განმარტავს, რომ ეს სადაზღვევო კომპანიებს "ფინანსურად აწყობთ".
სერგეენკო განმარტავს, რომ არასრული ბაზების გამო თვეში ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გაუმჭივრვალედ იხარჯება, რაც, მისი ვარაუდით, სწორედ სადაზღვევო კომპანიებში მიდის, ამიტომ, კერძო სექტორს ბაზების დაზუსტება არ აწყობს.
"მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები, არა მთლიანად ინდუსტრია არამედ წარმომადგენლები, სიტყვიერად თუ წერილობითაც კი ადასტურებდნენ მზადყოფნას, რომ აუცილებელია მონაცემთა ბაზების განახლება, სინამდვილეში ამას არ აკეთებდნენ. ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვა და საქმე ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემა ჩვენი წინასწარი გათვლებით, თვეში მილიონს მოიხმარს გაუმჭვურვალედ სახელმწიფო ბიუჯტს, ჯანდაცვის ბიუჯეტს. ბუნებაში არაფერი არ იკარგება და ეს მილიონიც არ იკარგება და ვვარაუდობ, რომ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის ანგარიშებზე მიდის. რამდენი თვითაც გაგრძელდება არსებული სტატუს კვო, მით მეტი მილიონი დაიკარგება. სადაზღვევო კომპანიებს ეს აწყობთ ფინანსურად და მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებენ, უნდათ მსჯელობა, კონსულტაციები, რომ ყევლაფერი გამჭვირვალედ იყოს, რასაც ჩვენ პირიქით ვთხოვთ 2015 წლის შემოდგომიდან, სინადმვილეში ეს არის დროის გაწელვის მცდელობა, რადგან თვეში მილიონი სოლიდური შემოსავალია",- აცხადებს სერგეენკო.

























