მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილი მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის გასაუმჯობესებლად მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მზად არის მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებისთვის ახალ ინიციატივებს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ მან სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ანდრო ასლანიშვილთან და უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელისგან უწყების მუშაობის სპეციფიკის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა ახალ ინიციატივას, რაც გააუმჯობესებს სააგენტოს საქმიანობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სააგენტოს გამართული ფუნქციონირება, მომსახურების მაღალი სტანდარტის სისტემა, ასევე, თანამშრომლების საჭიროებების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 14 ივნისიდან, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები