საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის იყრის კენჭს. წიკლაურის კანდიდატურას საბჭოში ასარჩევად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება.
ჯანდაცვის კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე წიკლაურმა საინვესტიციო საბჭოს მოვალეობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საპენსიო ფონდში თანხის აკუმულირება მაღალი ალბათობით ქვეყანაში საფინანსო ბაზრის განვითარებას გაასწრებს, რის გამოც მაღალი ალბათობით პირველი ხუთი წლის განმავლობაში თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სახაზინო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებზე განთავსდება.
"საპენსიო საბჭოს რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი რაც არის, არის საინვესტიციო გეგმის შემუშავება. ერთ-ერთი რაც არის მთლიანად გამორჩენილი, ეს არის რისკის კომპონენტი, რომელიც მგონი მთლიანად კანონში არის გამორჩენილი. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას ველოსიპედს არ ვიგონებთ, აქ საჭიროა ისეთი პოლიტიკის დაწერა, რომ ფონდი იყოს დივერსიფიცირებული, რომ პირველივე ბაზრის ვარდნის შედეგად, არ მოხდეს 20-30%-ის ვაიბაუტი. არსებული კანონი საკმაოდ შეზღუდულია, პირველი 5 წელი თანხის 80%-ის განთავსება ხდება მხოლოდ Fixed Income ინსტრუმენტებში, ანუ სასესხო ობლიგაციებში, რომელიც ნაკლებ ვოლატილურია, მაგრამ იმდენი თანხის აკუმულირება ხდება ამ საპენსიო ფონდში, პირველი 5 წლის განმავლობაში, რომ საინვესტიციო ოფიცერს ვისაც ავირჩევთ, საკმაოდ თავის ტკივილი ექნება თანხების განთავსებებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ კუმულატიური თანხა ფონდში გაუსწრებს ბაზრის განვითარებას. დღეს რა ინსტრუმენტებიც არის ბაზარზე, არის მაგრამ ვითარდება საკმაოდ ნელი ტემპებით. იპოთეკურ სასესხო ობლიგაციებზე მუშაობს ახლა ეროვნული ბანკი, მაგრამ საბოლოო ჯამში არ უნდა გავუბრაზდეთ საინვესტიციო ოფიცერს თუ ამ თანხის დიდი ნაწილი მოხვდა ისევ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში და საბანკო ქეშ დეპოზიტებში,"- განაცხადა დავით წიკლაურმა.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი, მათ ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრა არის აუცილებელი.
კანდიდატების ბიოგრაფია:

- ტიმო ვიჰენკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია;
- ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია;
- ჟან-ფრედერიკ პოლსენი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველია, ამავდროულად ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა;
- დავით წიკლაური საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. წარსულში ის Deutsche Bank-ში მუშაობდა. მაიკლ რიდლი 2012-15 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.