საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ჰყავს; ის საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაურია.
წიკლაურის განცხადებით, თავდაპირველ ეტაპზე შესაძლოა საპენსიო ფონდში აქტივების ზრდამ კაპიტალის ბაზრის ზრდას გაასწროს.
"საინვესტიციო გეგმასა და საინვესტიციო პოლიტიკაზე დაიწყება მუშაობა. შემუშავდება ეს დოკუმენტი მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა საპენსიო ფონდმა უკვე დაიწყოს ამ დაგროვილი თანხის ინვესტირება. საინვესტიციო პოლიტიკით განისაზღვრება ის რისკის ზღვრები, რომლებიც შემდგომ უკვე საინვესტიციო ოფიცერმა უნდა განკარგოს. არის უკვე გამზადებული პროექტები, სადაც ასე ვთქვათ კაპიტალის სტრუქტურა შედგება კაპიტალისგან და ასევე ლევერიჯისგან. თუ გადაწყვიტავს ასეთი პროექტი, რომ მაგალითად გამოუშვას ობლიგაცია, ბონდი, დიდი სიამოვნებით განიხილავს ამას საინვესტიციო ოფიციერი იქ შეძენას.
დღეს საბანკო სისტემას თუ შეხედავთ, სასესხო ვალდებულებები მშპ-თან არის დაახლოებით, 60%-ზე, ამის ნახევარი არის კორპორატიული დაკრედიტება. თუ გადაწყვიტავენ მაგალითად ეს კომპანიები, რომ დივერსიფიცირება გააკეთონ თავიანთი დაფინანსების, წავიდნენ და კაპიტალის ბაზრების მეშვეობით მოიზიდონ სახსრები, მაშინ რატომაც არა.
დღეს ობლიგაციების ბაზარი არის დაახლოებით, 10 მილიარდი, 5 წლის განმავლობაში კი ეს 10 მილიარდი გაიზრდება. რეფორმამ შეიძლება გაასწროს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მაგრამ საერთო ჯამში, კაპიტალის ბაზარი უნდა დაეწიოს," - ამბობს დავით წიკლაური.
საინვესტიციო საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერი ინვესტირების პროცესში გამოიყენებს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საპენსიო სააგენტოში 831,000 ადამიანის 233 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო შენატანები არის დაცული.
ლევან სურგულაძის განცხადებით, სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, სქემა გაწევრიანებულთა 13%-მა დატოვა, მათი უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის წარმომადეგენელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად გაწევრიანდა ყველა, ვინც ხელფასს ოფიციალური ხელფასის საფუძველზე იღებს. საპენსიო სააგენტოში ყოველთვიურად ხელფასის 6% ირიცხება, საიდანაც 2% მოქალაქის საშემოსავლო გადასახდს წარმოადგენს, 2%-2% კი დასაქმებული და დამსაქმებელი რიცხავენ. სისტემის დატოვების უფლება მხოლოდ 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს აქვთ, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა ვალდებულებას წარმოადგენს.