დავით ზალკალიანი აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების გაჭიანურებაზე საუბრობს
დათო ჯალაღონია
14.03.19 16:34
• 829
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში, დეპუტატებს 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას აცნობს.
იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის, რაც მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კუთხით დაასახელა, თავისუფალი ვაჭრობაა. აქვე, ზალკალიანმა ის გარემოებები ჩამოთვალა, რის გამოც ეს პროცესი დროში გაიწელა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ საქმიანობას ვახორციელებთ, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს. ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე. ყველაფრის დეკლარირება ვერ ხერხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი ობიექტური და სუბიექტური გარემოება არსებობს იმისა, თუ რატომ არის ეს პროცესი დროში ასე გაწელილი. რა თქმა უნდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ პროცესებს, რომელიც თვითონ აშშ-ის შიგნით ვითარდება, შიდა პოლიტიკურ გარემოს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ და არის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაჩნდეს მნიშვნელოვანი პერსპექტივები.