მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ზღუდაძე Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

დავით ზღუდაძე

დავით ზღუდაძე, საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, Mastercard-ის ქართულმა ოფისმა კი კლასტერის ფუნქცია შეითავსა. ამ დრომდე, დავით ზღუდაძე, ამავე ქვეყნებში, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერის როლს ასრულებდა.

გადახდების ამერიკული კომპანიის ქართულ ოფისს დავით ზღუდაძე 2022 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, ქართულ საბანკო ინდუსტრიაში მუშაობდა, როგორც “ქართუ ბანკში”, ასევე თიბისიში.

"Mastercard-ის წარმომადგენლობა საქართველოში ყოველდღიურად იზრდება, სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალებს იკრებს და რეგიონულ ჰაბად ყალიბდება. ფინანსური სერვისების განვითარება, ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვა და ძლიერი საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება - სწორედ ამ მიმართლებებს დაფარავს Mastercard-ი საქართველოდან აღმოსავლეთ ევროპისა და ახალი აღმოსავლეთის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ფინანსური და ტექნოლოგიური სერვისების დახვეწა-განვითარებაზე ჩვენი პროფესიონალები საქართველოდან იმუშავებენ", - განაცხადა დავით ზღუდაძემ BMG-სთან.

თავად Mastercard-ი კი, რომელმაც საქართველოში პირველი პლასტიკური საბანკო ბარათი რამდენიმე ათწლეულის წინ გასცა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. Mastercard-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $442 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები