თბილისის მერია კი ქალაქში გზების დავიწროებას განაგრძობს. ამჯერად ე.წ. ბასლაინები სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, გლდანის ხიდის დამაკავშირებელ გზებზე დაიხაზა, რის გამოც მნიშვნელოვნად დავიწროვდა ყველა მიმდებარე და მათ შორის ფეიქრების ქუჩაც. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მონაკვეთი წლებია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და პრობლემურ საგზაო კვანძად ითვლება, შესაბამისად ბოლო ცვლილებებმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა, რასაც მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორ მუშაობა პრაქტიკაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა და რამდენად გამართულია მერიის საგზაო ინფრასტრუქტურა?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - "ჩემი ქალაქი მკლავს“, დამფუძნებელი;


































