5 ნოემბერს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკის მერიაში გაიმართა ჩვენება ფილმისა “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. ფილმი ასახავს 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაულების მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს. პოლონეთში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია კამპანიისა “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”, რომლის მიზანია გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.
სტუმარი: სალომე ხვადაგიანი - თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად