მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავიწყეთ კიდევ ორი ევროპული ბრენდის შოუ-რუმის მშენებლობა - Tegeta Cars

თეგეტა

თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე კიდევ ორი ევროპული ბრენდის შოუ-რუმის და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” ეთერში Tegeta Cars-ის დირექტორმა, პეტრე წაქაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდების სახელებს ჯერ ვერ ასახელებს, თუმცა, მალე ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი.

“ეს არის ევროპული, ძლიერი ორი ბრენდი, რომელთა შოუ-რუმის და სერვისცენტრის მშენებლობაც უკვე ერთი კვირაა დავიწყეთ. მალე გპირდებით, რომ სასიამოვნო სიახლეებით წარვდგებით. გამოდის, თეგეტას ცენტრალურ ფილიალში მალე სამი ახალი ბრენდი იქნება წარმოდგენილი”, - განაცხადა პეტრე წაქაძემ.

ცნობისთვის, Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები