მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავიწყებთ მუშაობას მკურნალობის ახალ პროტოკოლზე“ - რა როლი ექნება „რემდესივირს“?

5fc4bdd1e343b
ინგა მურუსიძე
30.11.20 13:39
2410
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, “რემდესივირის“ მწარმოებელთან ფორმდება ხელშეკრულება და ამის შემდეგ, ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში ჩამოვა.

"ჯანმოდან იყო მოწოდებული გარკვეული მითითებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა "რემდესივირის" პროტოკოლთან მიმართებაში და ამაზე მიმდინარეობდა მსჯელობა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ამის შემდეგ, 2 კვირაში პრეპარატი ქვეყანაში იქნება. როგორც იცით, თენგიზ ცერცვაძე დაუბრუნდა სამუშაოს და ჩვენ მასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მკურნალობის ახალ პროტოკოლზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ „რემდესივირი“ და ის ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, covid-19-ით ინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს მკურნალობის პროცესში ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" გადაესხა.

ინფორმაციისთვის: როგორც წინა კვირას გახდა ცნობილი, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მედიკამენტ "რემდესივირს" $104,000 დოლარად ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები