მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო

63c4ffcbf1a84
გიორგი თოლორდავა
16.01.23 11:54
929
დავოსში დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო, რომელიც 20 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებას 116 ოფიციალური მილიარდერი დაესწრება, მათ შორის არიან: მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და კომპანიების ხელმძღვანელები; მულტიმილიარდერი მეწარმეები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები; სახელმწიფოების ლიდერები; საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ცნობილი ეკონომისტები.

ყველაზე მეტი, კერძოდ, 33 მილიარდერით, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატებია წარმოდგენილი, მათ შორის არიან: უოლ-სტრიტის ტიტანები, უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლები და პოლიტიკოსები.

ფორუმის განსახილველ საკითხებს შორისაა: გლობალური ეკონომიკური ზრდა, მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და გეოპოლიტიკური ურთიერთობები.

დავოსში გაემგზავრება საქართველოს დელეგაციაც. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ პანელში მიიღებს მონაწილეობას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები