„ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ რუსთაველის გამზირზე დილამდე“ - ამ წუთებში აქციის #შინევროპისკენ მონაწილეებს მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი მიმართავს.
მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის ერთ ეტაპს ის ნახევარ საათში გააჟღერებს.
„ადამიანებს აინტერესებთ გეგმა და ამ გეგმას ეტაპობრივდად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას“, - თქვა მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას და მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა:
"ჩვენ გვაქვს მოთხოვნა - ესაა ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც დაკომპლექტდება სრული კონსესუსის პრინციპით.
მოვუწოდებ მთავრობას - გადადგეს...
დავრჩეთ დღეს ღამე რუსთაველის გამზირზე და შევძლოთ, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა გავაკეთოთ არაჩვეულებრივი რამ - შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში".