ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან bm.ge-ის დაუდასტურა.
ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ არც ერთი კანონი არ ღირს საზოგადოების დაპირისპირებად.
" მე ძალიან ბევრი რამ მახსოვს, მთელი პერიოდი დამოუკიდებლობიდან დღემდე. არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება და ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია. არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელმაც საქმე მიიყვანა ამ ვითარებამდე", - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ bm.ge-სთან.