მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაწერე, აჩუქე, მოიგე!“ - საქართველოს ბანკი წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის პარტნიორია

644f73d884123
BM.GE
01.05.23 12:12
395
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას.

სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის - „ფინედუს“ მიერ ორგანიზებული წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის - „ფინანსური განათლება მხატვრულად“ ერთ-ერთი პარტნიორია.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ლიტერატურული ტექსტი ფინანსური განათლების საკითხების შესახებ, რომელიც მკითხველებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსების მნიშვნელობაზე დააფიქრებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსი უკვე დაიწყო და მასში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნაშრომები 23 ივნისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge .

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, 20 საუკეთესო ნაშრომის მქონე ავტორი გამოვლინდება, რომელთაგან ჟიური 3 გამარჯვებულს შეარჩევს. ჟიურის წევრები იქნებიან გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია და დათო ტურაშვილი.

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად 1500 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს - 1000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს - 500 ლარი. ამასთან, გამარჯვებულები პარტნიორი საგამომცემლო სახლებისგან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ინიციატივის ფარგლებში, „ფინედუ“ შერჩეულ სკოლას ბიბლიოთეკისთვის კონკურსანტების სახელით საჩუქრად წიგნებს გადასცემს. სკოლის შერჩევა კი ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ მომხმარებლის მიერ გაკეთებული კომენტარებით მოხდება.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკურად გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს და სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ. ეროვნული ბანკის პროექტში მონაწილეობა საქართველოს ბანკის გუნდისთვის წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებაში ფინანსური ცნობიერების ამაღლებას და ხელი შევუწყოთ გონივრული, ეკონომიკურ ბაზისებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმის, „ფინედუს“ ორგანიზებით ხორციელდება. კონკურსის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (ემბისი), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა დიოგენე, გამომცემლობა არტანუჯი, გამომცემლობა ინტელექტი და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები