მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაწესებულებები ცარიელი საფერფლის აღმოჩენის შემთხვევაშიც დაჯარიმდებიან

5c34d493dd5e2
BM.GE
08.01.19 20:44
2798
დღეიდან, 8 იანვრიდან დაჯარიმდებიან ის დაწესებულებები, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლე აღმოჩნდება. “თამბაქოს კონტროლის კანონში” შესაბამისი ცვლილებება პარლამენტმა 2018 წლის 13 დეკემბერს მიიღო.

ობიექტებში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი ასეთია:

“არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება,”- წერია კანონში.

თამბაქოს მოხმარება აკრძალულია:

თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში. (ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც გააჩნია იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) მინიმუმ 1/2-ზე გააჩნია ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები (ღია ან დახურული ფანჯრის და კარის ჩათვლით). აქ გამონაკლისი მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე, ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებაში.

თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, გემი, თვითმფრინავი და სხვა) გარდა ღია კატერისა და ტაქსისა.
თამბაქოს მოხმარება იკრძალება ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები
თამბაქოს მოხმარება იკრძალება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები