მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარებისთვის, შესაძლოა, ჯარიმა ფიზიკურ პირებსაც დაუწესდეთ

5b6800df0352a
BM.GE
06.08.18 12:03
742
დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარებისთვის, შესაძლოა, ჯარიმა ფიზიკურ პირებსაც დაუწესდეთ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ უნდა დაზუსტდეს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხი კანონით აკრძალულ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით.

კერძოდ, შესაძლოა, დაწესდეს სანქცია ფიზიკური პირის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებსა და შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ფიზიკური პირის მიმართ თამბაქოს მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ამ მოწოდების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები